ათენში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად, ანტიკური არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ათენის აკროპოლისის კომპლექსი და პართენონის ტაძარი დაათვალიერა. 1987 წელს იუნესკომ აკროპოლისის კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა.