logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი „რესპუბლიკელებზე“: ეს არის სახის შენარჩუნების მცდელობა
- +

31 მარტი. 2016. 13:01


სიმართლე გითხრათ, ცოტა გაუგებარია, როგორ აპირებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას იმ პირობებში, როდესაც სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობები არ ეთმობათ?" - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.



როგორც ხუხაშვილი აცხადებს, „რესპუბლიკელების" გადაწყვეტილება არის სახის შენარჩუნების მცდელობა, საკმაოდ მარტივი და არცთუ ისე ინტელექტუალური.



რესპუბლიკელები" აცხადებენ, რომ მხოლოდ საკუთარი პარტიული დღის წესრიგით მიიღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ რომ საკუთარი დღის წესრიგი აქვს, სხვასაც შეიძლება ქონდეს დღის წესრიგი, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათსას.

 

 

ეს ყველაფერი არის სახის შენარჩუნების მცდელობა, საკმაოდ მარტივი და არცთუ ისე ინტელექტუალური.

 

 

ალბათ მოხდება რესპუბლიკელი" მინისტრების პოსტების დატოვება და ეს ალბათ ძალიან სწრაფად მოხდება. რითი უნდა განსხვავდებოდნენ ისინი ხელისუფლებისგან? მათგან უნდა წამოვიდეს კრიტიკული თემები და ხედვები. ამ პირობებში უცნაური იქნება მინისტრთა კაბინეტში საკუთარი მინისტრების ყოლა.

 

თან ამან მხოლოდ პარტიული განზომილება კი არა, შეიძლება ოჯახური განზომილება შეიძნოს, როდესაც უსუფაშვილს უწევს საკუთარი მეუღლის მწვავე კრიტიკა", - აცხადებს ხუხაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner