logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: ისე იქცევიან რუსები, რომ რუსეთის დაშლას მოგვასწრებენ!
- +

28 მარტი. 2017. 15:07



„ეს არის პასუხი ევროპისკენ ჩვენს სწრაფვაზე", - ამის შესახებ „ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პუტინის განკარგულების შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო ქვედანაყოფები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნებიან.


როგორც ასათიანმა აღნიშნა, რუსების ქმედებებიდან გამომდინარე, აუცილებლად, გავხდებით რუსეთის დაშლის მომსწრენი, თუმცა, ეს საქართველოს პრობლემების გარდა, არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს.


„რა ჯარები და რა სამხედრო დაქვემდებარება უნდა ჰქონდეთ ან აფხაზებს, ან ცხინვალს... ეს არის პასუხი ევროპისკენ ჩვენს სწრაფვაზე. იმის ნაცვლად, რომ თვითონ რუსებს გადმოედგათ ნაბიჯები, ევროპისთვის გაეწიათ კონკურენცია, თუნდაც იმავე ვიზების ლიბერალიზაციის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ უვიზო რეჟიმზე, პირიქით, ისინი ასე მსჯელობენ, მიდიხართ ევროპისკენ, შემოდის NATO - და მართლაც ნელ-ნელა მოცოცავს NATO ჩვენკენ, - მაშინ ჩვენ ჩამოგაჭრით ტერიტორიას სამუდამოდ.

 

მე არ ვარ იმის მომხრე, რომ სასწრაფოდ დაიშალოს რუსეთი, ისევე როგორც თურქეთი, მაგრამ იმდენს იზამენ, რომ... მახსენდება 1990-91 წლები, ჩვენ რომ დამოუკიდებლობა ღიად და ოფიციალურად გამოვაცხადეთ, იყო ლაპარაკი, რომ დავიკარებოდით, ვერ ვიარსებებდით და ისევ რუსეთთან მივფორთხდებოდით. არსად არ მივფორთხებულვართ. როდესაც ამხელა სახელმწიფო წვრილმანი შურისძიებებითაა დაკავებული, ძვირად დაუჯდება მას, ისევე ძვირად დაუჯდება, როგორც საბჭოეთს, რომელსაც მისტირიან და დღემდე ვერ გაუგიათ, რატომ დაიშალა. ის დაიშალა უსამართლობის გამო. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, ისე იქცევიან რუსები, რომ რუსეთის დაშლასაც მოგვასწრებენ! რაც 10-20 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დიდად სასურველი არ არის, რადგან ჩვენ ჩვენი პრობლემები გვეყოფა და ეგ უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის", - განაცხადა ასათიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner