logo_geo
eng_logo
ანდრო კანდელაკის საიუბილეო გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა
- +

ავტორი ანა ფერაძე

28 მარტი. 2017. 15:41


27 მარტს გალერეა „IART"- ის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ანდრო კანდელაკის საიუბილეო გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.


ანდრო კანდელაკის პირველი კარიკატურა 1935 წელს, ჟურნალ „ნიანგში" დაიბეჭდა, მას შემდეგ იგი სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.


კანდელაკი ქართული მულტფილმების კინოსტუდიის მთავარი მხატვარი იყო. ასევე, მისი დასურათებულია საბავშვო ლიტერატურის მრავალი ნაწარმოები.  


გამოფენა, რომელიც „IART"- ში გაიმართა, გარკვეულწილად ემსახურება ქართული კარიკატურის აღორძინებას.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner