ავტორი ანა ფერაძე
27 მარტს გალერეა „IART"- ის საგამოფენო დარბაზში მხატვარ ანდრო კანდელაკის საიუბილეო გამოფენა და ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
ანდრო კანდელაკის პირველი კარიკატურა 1935 წელს, ჟურნალ „ნიანგში" დაიბეჭდა, მას შემდეგ იგი სისტემატურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში.
კანდელაკი ქართული მულტფილმების კინოსტუდიის მთავარი მხატვარი იყო. ასევე, მისი დასურათებულია საბავშვო ლიტერატურის მრავალი ნაწარმოები.
გამოფენა, რომელიც „IART"- ში გაიმართა, გარკვეულწილად ემსახურება ქართული კარიკატურის აღორძინებას.