logo_geo
eng_logo
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
- +

28 მარტი. 2017. 15:54


მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა.


მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ურთიერთშეთანხმების პრინციპებზე დაფუძნებით და სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული მიდგომით, მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს ქართველ ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.


მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების განხორციელება დაიგეგმა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ისტორიისა და ეთნოგრაფიის კაბინეტის გეოეკოლოგიის წრე, პედაგოგი ეკა ელიზბარაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner