logo_geo
eng_logo
თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღე შემეცნებით-გასართობი ღონისძიებით აღნიშნეს
- +

28 მარტი. 2017. 16:39


თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით „წყალი" გაიმართა. სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებმა მშობლებისა და მოწვეული სტუმრების წინაშე წყლის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის აუცილებლობაზე სხვადასხვა მუსიკალური და სასცენო ნომრები წარმოადგინეს და  მაყურებელს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელოდან მიღებული ცოდნა გაუზიარეს.


აღნიშნული სახელმძღვანელო სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა" 2016 წელს, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად მოამზადა. ახალი სახელმძღვანელო 2017 წლიდან ოფიციალურად დაინერგა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში.


ამავე პროგრამით, ცენტრის მიერ გადამზადდა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების 160 მეთოდისტი და აღმზრდელი. საგანი მოიცავს საკითხებს ბიომრავალფეროვნების, წყლისა და ენერგიის დაზოგვისა და ნარჩენების მართვის შესახებ.


ღონისძიებას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner