logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: გავერთიანდეთ ამ ამაზრზენი ფაქტების წინააღმდეგ ინდიფერენტული დამოკიდებულებით
- +

31 მარტი. 2016. 13:20


ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ამ დანაშაულის, ამ ამაზრზენი ფაქტების წინააღმდეგ სწორედ ჩვენი ინდიფერენტული დამოკიდებულებით მის მიმართ, რათა მათ, ვინც ამ დანაშაულებრივ აქტს ჩადის, შედეგს ვერ მიაღწიოს", -ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქარაძე ფარული კადრების გავრცელებაზე საუბრისას აცხადებს.



მინისტრი ფიქრობს, რომ ქართველმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ამ ამაზრზენი დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანება შეუძლია.



მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ყველაზე მკაფიოდ რაც გამოავლინა ქართველმა საზოგადოებამ, ეს იყო ძალიან სწორი პოზიცია ინდიფერენტულობის, რადგან ამაზრზენი დანაშაულებრივი ფაქტების იგნორირება, არის ერთადერთი ყველაზე სწორი ხერხი იმისთვის, რომ შევაჩეროთ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც განსაკუთრებით ინტერნეტსივრცის გლობალურობის გათვალისწინებით, სამწუხაროდ, საზღვრები არ აქვს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ, მიაკვლიონ, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტსივრცეს არ აქვს ის საზღვრები, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უფრო მარტივად შევძლებდით ამ საკითხის გადაწყვეტას. ამ თვალსაზრისით მუშაობა და ძალიან აქტიური თანამშრომლობა გრძელდება", - განაცხადა ბაქრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner