„რესპუბლიკელი" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას მთავრობის მეთაური ნორმალურს და მისაღებს უწოდებს.
„ვთვლით, რომ ნორმალური და მისაღებია, როდესაც „ქართული ოცნება" დამოუკიდებლად გავა არჩევნებში. „რესპუბლიკელების" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მთავრობაში მუშაობას. მიუხედავად რესპუბლიკური პარტიის განცხადებისა, მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვეულებრივად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.