დღეს, 28 მარტს, „ენერგო-პრო ჯორჯიას" ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად დაზიანდა, რის გამოც „რუსთავის წყლის" ხრამის სათავე ნაგებობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 28 მარტს, საღამოს 19:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა:
ქ. რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, მშენებელთა დასახლებას;
წყალმომარაგება, ელექტროგადამცემ ხაზზე დაზიანების აღმოფხვრისთანავე აღდგება.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.
კომპანია „რუსთავის წყალი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.