logo_geo
eng_logo
ხვალ, პოეტ დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება
- +

28 მარტი. 2017. 21:08


 

ხვალ, 29 მარტს,  16:00 საათზე, წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პოეტ დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.


კრებული, რომლის დასახელებაა - „ნემსის ყუნწის ტრიუმფალური თაღი" საკოლექციო გამოცემაა და მხოლოდ 99 ეგზემპლარად, პეტერბურგშია დაბეჭდილი. თითოეული ეგზემპლარი ორიგინალის მატარებელია. ყველა მათგანი პოეტის ხელნაწერით და მხატვრის გრაფიკით არის გაფორმებული.კრებულის ილუსტრაციების ავტორი ანატოლი ბელკინია, მხატვარი, რომლის პერსონალურ გამოფენებსაც ლონდონის, ბერლინის, პარიზის, ნიუ-იორკისა და სხვა წამყვანი ქალაქების საგამოფენო სივრცეები მასპინძლობენ.

საკოლექციო გამოცემის ქართული და რუსულენოვანი ეგზემპლარი ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა. ასევე, ლექსების კრებული ეროვნულ ბიბლიოთეკასა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შეემატება.


წიგნის პრეზენტაციაზე პოეტის მეგობრები და კულტურის წარმომადგენლები არიან მიწვეული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner