logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ეს ყველაფერი ძალიან კარგია!
- +

28 მარტი. 2017. 21:18


 

„მართლა ძალიან კარგია, რომ ქართველებს შედარებით თავისუფლად შეგვიძლია ევროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობა. კარგია და ჩემი ასეთი დამოკიდებულების უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ნახავს ნამდვილ ევროპას", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ვიზა-ლიბერალიზაციაზე საუბრისას წერს.


„არა იმას, რომელსაც ე.წ. „თავისუფლების ინსტიტუტზე" აღმოცენებული არასამთავრობოები გვთავაზობენ, არამედ ნამდვილს, ტრადიციების და საკუთარი თვითმყოფობის პატივისმცემელს. ნახავს ნამდვილ დემოკრატიას, რომელიც პირველ რიგში კანონის დაცვაზეა აგებული და არა ბოკერიას, კანდელაკის, ბაქრაძის დ.ა.შ. „პოლიტიკოსების" იმ პრინციპებზე, რომელიც ქვეყნის ღალატით, სიცრუითა და ორმაგი სტანდარტებით არის გაჯერებული. ნახავს სახელმწიფოსა და მოქალაქის დამოკიდებულებას. ნახავს იმას, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო თითოეულ მათგანზე, მისი შრომის და მიღებული შემოსავლის განკარგვის უფლებაზე. ნახავს ამ ყველაფერს და თავადაც შეცვლის აქამდე გაბატონებულ, უკვე დამყაყებულ ცხოვრების წესს. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია", - წერს გაბრიჭიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner