logo_geo
eng_logo
ვაკე-საბურთალოს რაიონში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ტექნიკური სამუშაოები გრძელდება
- +

28 მარტი. 2017. 21:36


 

ხვალ, 29 მარტს, საბურთალოს რაიონში,  აღმაშენებლის ხეივანზე, დიდი დიღმის მოსახლეობის ალტერნატიული წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მე-2 და მე-6 მაგისტრალურ ქსელებზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.


ასევე, საბურთალოს რაიონში,  მუხათგვერდის გადასახვევთან, წყალსადენის 1400 მმ-იან მაგისტრალურ ქსელზე,  ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.


კომპანია, აღნიშნული სამუშაოების პარალელურად ვაკის რაიონში, ბაგების სატუმბო სადგურში, ახალი ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულსაც დაამონტაჟებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაგების და ზედა ზონის სოფლების მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.


აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 29 მარტს, 22:00 საათიდან, 30 მარტის, 16:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:


ნუცუბიძის მიკრორაიონების ნაწილს; სოფელ დიღმის და  ზედა ზონების სოფლების ნაწილს;


წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge


„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner