ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შესახებ შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვფიქრობდი, ნიკოლოზ გვარამიას „რუსთავი 2"-დან რომ გამოაპანღურებენ, მახათას მთაზე ახალ პანთეონში განაწილების მენეჯერად დავნიშნავთ-მეთქი, მაგრამ არ გამოვა მაი ამბავი - ეგ მთელ პანთეონს 20 საზოგადო მოღვაწეზე გადაანაწილებს, თანაც პირდაპირ ეთერში.
არადა, თვითონაც მზად იყო, ეს თანამდებობა ჩაებარებინა - თავის „ფეისბუკგვერდზე" საქმიანობის გრაფაში უკვე ჩაუწერია ტიტული: „საზოგადო მოღვაწე", - წერს ზედელაშვილი.