info Sibnet-ის ინფორმაციით, ბალარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს.
„დაწყნარდით - ვლადიმერ ვლადიმეროვიჩთან ბრწყინვალე ურთიერთობები მაქვს. თუ რაიმე პრობლემა გამოჩნდება, სხვების ჩარევების გარეშე გადავწყვეტთ. ძმები ვართ და არაფერი გვაქვს გასაყოფი", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ არ გამორიცხავს სიტუაციას, როდესაც ის და რუსეთის პრეზიდენტი - „დახვრეტის წინაშე ზურგით დავუდგებით ერთმანეთს".