logo_geo
eng_logo
Starbucks: საქართველოში არ შემოვდივართ!
- +

28 მარტი. 2017. 22:17


 


ოფიციალური Starbucks-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გეგმას არ ადასტურებს. ამის შესახებ კომპანიამ „იმედს" ექსკლუზიურად განუცხადა.


ყავის ცნობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ცნობა, საქართველოში Starbucks-ის ყავის ქარხნისა და მაღაზიის გახსნაზე, ჭორი და სპეკულაციაა.


თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დამატებითი განმარტება გააკეთეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის დეკემბერში, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, შპს "კაფსულო"-ს კახეთის გზატკეცილზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების ნებართვა მისცა, მაგრამ პროექტის დეტალური აღწერილობა ჯერჯერობით არ არსებობს.


როგორც მერიაში აცხადებენ, ოფიციალურ დოკუმენტებში კომპანია Starbucks-ი არ ფიგურირებდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება როგორც სავაჭრო ობიექტი, ისე ყავის საწარმო.


რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია Starbucks-ის საქართველოში, კერძოდ კი თბილისში შემოსვლის შესახებ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner