logo_geo
eng_logo
აკაკი ასათიანი: „რუსთავი 2“-ში საკმაოდ მახვილგონიერი ხრიკი მოიფიქრეს...
- +

28 მარტი. 2017. 22:28




„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერმა აკაკი ასათიანმა „რეპორტიორთან" საუბრისას „რუსთავის 2"-ის წილების გადანაწილებაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მოფიქრებულია საკმაოდ მახვილგონიერი ხრიკი.


„მახვილგონიერი ხრიკია. რამდენად ნორმალური და სამართლებრივია, ეს არ ვიცი, ადვოკატი არ ვარ და ვერ შევძლებ ამის განსჯას, მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ ხელისუფლების რეაქციით, უფრო სწორად, მისი უქონლობით და დაბნეულობით, უნდა ვაღიაროთ, რომ ვინც ეს მოიფიქრა (დაახლოებით წარმომიდგენია, ვინც მოიფიქრებდა და ვინც უკარნახებდა „რუსთავი 2-ს" ამას), საკმაოდ მახვილგონიერი ხრიკი მოიფიქრა. ხელისუფლება საერთოდ არ ლაპარაკობს ამ საკითხზე. ერთი თქვეს, ქონებრივ დავაში უნდა გადავიყვანოთო და ამათ მაშინვე ამ ოინით უპასუხეს. ასეთი ოინბაზები არიან..." - ამბობს აკაკი ასათიანი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner