საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება" და „რესპუბლიკელები" დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან.
„ჩვენს იმიჯს დააზარალებს სახელმწიფოს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლო მოქმედება. ჩვენს იმიჯს გააძლიერებს ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციები იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე კი არ ვავნოთ საქმეს, არამედ ვარგოთ. ეს გააძლიერებს ჩვენი და „ქართული ოცნების" იმიჯსაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.