ავტორი სალომე უერთაშვილი
„ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერი აკაკი ასათიანი „რეპორტიორთან" საუბრისას გიორგი მარგველაშვილის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მისი საარჩევნო კამპანია.
„საერთოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მარგველაშვილი სწორად მოქმედებს, იგი ძალიან ღირსეულად წარმოადგენს ხოლმე ჩვენს ქვეყანას.
რაც შეეხება კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია", ეს არის მისი საარჩევნო კამპანია, რისი უფლებაც აქვს და მან ამის ძალიან კარგი ფორმა მოძებნა. თავისთავად სასარგებლოცაა, ხალხს რაც უფრო მეტი წარმოდგენა ექნება კანონებთან დაკავშირებით, უკეთესია. პრეზიდენტს, შეიძლება, ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ მისი პოსტი ინტერესს იწვევს. იგი აშკარად აპირებს, იყაროს კიდევ ერთხელ კენჭი. ცოტა პრინციპებს ღალატობს, რადგან როგორც კი თქვეს, რომ პირდაპირ მოგვიწევს პრეზიდენტის არჩევა, რადგან არსებობს ერთი არგუმენტი, რომელსაც ვერ მოერევიან - პარლამენტი არ არჩეულა იმ უფლებამოსილებით, რომ პრეზიდენტი აირჩიოს, - რატომღაც მარგველაშვილი ამით დაკმაყოფილდა, რადგან ეს პირადად მას ეხება", - აცხადებს ასათიანი.