„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს დაცვის სამსახურ „სარანგის" ის თანამშრომლები ვინც დღეს „ობიექტივის" ჟურნალისტებზე თავდასხმა განახორციელა. მათი ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 154 -ე მუხლით დასჯად ქმედებას „ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა", - წერს მჟავანაძე.