logo_geo
eng_logo
ახალციხეში ავარიას ქალი ემსხვერპლა
- +

29 მარტი. 2017. 00:16



ახალციხეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.


„პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner