logo_geo
eng_logo
რუსთავში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
- +

28 მარტი. 2017. 19:47



რუსთავში კომპანია „ჯეოსთილში", ლითონის სადნობ ღუმელში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.


25 წლისა და 63 წლის კაცებს სახე და ზედა კიდურები აქვთ დამწვარი. 63 წლის კაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ის ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით მიმდინმარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner