ავტორი სოფო ხუგოიანი
„რესპუბლიკური პარტია დღეიდან საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადადის", - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განცხადება გააკეთა.
რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაური გამოეხმაურა. მეჭიაური „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ „რესპუბლიკელებთან" შესაძლოა მოხდეს ცალკეული საკითხების მიხედვით თანამშრომლობა.
„დაზუსტებულად არ ვიცი რესპუბლიკური პარტიის პოზიცია, რადგან მათი განცხადება, შეიძლება ითქვას, ზოგადი იყო. საინტერესო იქნება პრემიერ-მინისტრის შეფასება, მაგრამ მე პატივს ვცემ „რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას. შესაძლოა, თემატურად მოხდეს ცალკეული საკითხების მიხედვით თანამშრომლობა, ეს რთული, მაგრამ შესაძლებელია", - განაცხადა მეჭიაურმა.
იხილეთ ხათუნა სამნიძის განცხადება
http://www.reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=4088