logo_geo
eng_logo
ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა ივნისის ბოლოს საზეიმოდ გაიხსნება
- +

29 მარტი. 2017. 00:35



ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის საზეიმო ცერემონია ივნისის ბოლოს გაიმართება. რკინიგზის ეს სახელმწიფოთაშორისი პროექტი ევროპასა და ჩინეთს შორის უწყვეტ სარკინიგზო მიმოსვლას უზრუნველყოფს.


ამის შესახებ თურქული მედია ქვეყნის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციების მინისტრზე ახმეტ არსლანზე დაყრდნობით წერს. მინისტრის თქმით, ცერემინიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაესწრება.


„ალტერნატიული მარშრუტების გამოყენების შემთხვევაში, კერძოდ რუსეთის, ან ირანის გავლით, და საღვაო ტრანსპორტის გამოყენებით ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის გადაზიდვას 45-60 დღე სჭირდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით ჩინური ტვირთი ევროპაში 12-15 დღეში მოხვდება. ამ მიმართულებით ტვირთების გადაზიდვას სამჯერ ნაკლები დრო სჭირდება სხვა მარშრუტებთან შედარებით, რაც ნამდვილი რევოლუციაა ლოჯისტიკის სფეროში", - განაცხადა დღეს თურქმა მინისტრმა ახმეტ არსლანმა.


მისივე თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე შემადგენლობებს დიზელზე მომუშავე ლოკომოტივები მოემსახურებიან.


მინისტრი მიიჩნევს, რომ რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვნად გაზრდის ვაჭრობას თურქეთში.


„თურქეთის რკინიგზაზე დღეისათვის წელიურად 26,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება. ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ ყაზახეთი უზრუნველყოფს წელიწადში დამატებით 10 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვას ახალი პროექტის გაშვების შემდეგ", - განაცხადა თურქმა მინისტრმა.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე შენდება. პროექტის მაქსიმალური საპროექტი გამტარუნარიანობა წელიწადში 17 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. საწყის ეტაპზე რკინიგზა წელიწადში 1 მილიონ მგზავრს გადაიყვანს, ხოლო ტვირთბრუნვა 6,5 მილიონ ტონას შეადგენს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner