logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: აწი ჟურნალისტების დღესაც მოგილოცავ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს რიგებში!
- +

29 მარტი. 2017. 00:40


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„წინა კვირას ვიხუმრე - „კურიერს", მიშხუილა წაიყვანსთქო და დღეს არ ამიხდა?! უკრაინაში ტელეწამყვანი ხდებაო, ვანგა ვარ რაა! დიდი ნახტომია პრეზიდენტობიდან ტელეწამყვანობამდე, ამას ხომ უნდა მოხერხება. დაერხათ იმ ჟურნალისტებს მიხო რომ ფულს უხდიდა, აწი თვითონ შეთხზავს ზღაპრებს და ისინი რა ჭირად უნდა! მიდი მიხუილ წარმატებები! აწი ჟურნალისტების დღესაც მოგილოცავ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს რიგებში! ისე ატყობ რა გიქნა ბიძინამ?! მალე შემოსძახებ ბოთლებს ვიბარებ ბოთლებს!" - წერს ჯღარკავა.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა"-ს წამყვანი იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner