logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა „რუსთავი 2“-ს: ისეთ ეიფორიაში ხართ, გადამოწმებაც გეზარებათ ხო?!
- +

29 მარტი. 2017. 02:55


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„რუსთავი 2" რომ ჭყლოპინებდა, აიკლო ამ ნარმანიას ძმამ მთელი ქალაქი და მშნებლობებიო, სიუჟეტი იყო ქვას გახეთქვდა. არ ყოფილა ნარმანიას ძმა! უკვე ისეთ ეიფორიაში ხართ, გადამოწმებაც გეზარებათ ხო?! შემირცხვენია თქვენი პროფესიონალიზმი თქვე მატყუარებო! დაიკარგეთ აქედან თქვე ძალად მაცხონე ჟურნალისტებო!" - წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენთ, რომ „რუსთავი 2"-ის გადაცემა P.S-მა  ბარნოვის 77 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შესახებ მოამზადა სიუჟეტი. სიუჟეტის მიხედვით, ქუჩაზე მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ხოლო მას დავით ნარმანიას ძმა, ირაკლი ნარმანია ლობირებს. არქიტექტურის სამსახურში განცხადება შეტანილია ირაკლი ნარმანიას სახელით, თუმცა აღნიშნული პირი თბილისის მერის ძმა არ არის. აღნიშნულ საკითხზე გადაცემა P.S.-მა და წამყვანმა გიორგი გაბუნიამ ბოდიში მოიხადა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner