ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ყველაფერს თავისი სასიცოცხლო პერიოდი აქვს!... დრო ცვლის მოქმედების მიმართულებებს და ფორმებს. 30 მარტიდან ჩემი ეს facebook-პროფილი შეწყვეტს ფუნქციონირებას და უახლოეს 10 დღეში, აქცენტი ან ბლოგზე გაკეთდება ანდა სოციალურ ქსელებში აქტიურობის სხვა ფორმაზე...
მოქმდებისა და შეხედულებების გავრცელების ფორმებს მხოლოდ მიცვალებულები არ იცვლიან!.. ქართულენოვან სოციალურ სივრცეში მოიძებნება ის ფორმა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე უფრო ეფექტურად ჩაითვლება! წარმატებები ყველას! მადლობა ყველას შეხმიანებებისათვის, განურჩევლად იმისა, თუ რა ფორმით, რა მიზნით ანდა კონტექსტებით იყო იგი...
მე საჯარო პირი ვარ და უახლოესი 2 ათეული წელი არსად და ვერსად გავერიდები იმ ფუნქციის შესრულებას, რასაც შეხედულებათა ჩემი სისტემა და პირადი პასუხისმგებლობა მკარნახობს!" - წერს გიორხელიძე.