logo_geo
eng_logo
დალი გოგოლაძე: ზუგდიდში, 144 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადავეცით!
- +

29 მარტი. 2017. 04:48


 

„27 მარტს, ზუგდიდში 144 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადავეცით! თითოეულ მათგანს ვულოცავთ ახალმოსალეობას!" - ამის შესახებ დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დალი გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ეს 144 ოჯახი იმ 7 200 ოჯახიდან შეირჩა, რომლებსაც განაცხადი ჰქონდათ შევსებული ბინის მისაღებად. ბუნებრივია იყო უკმაყოფილო ოჯახებიც, რომლებსაც 3 დღის განმავლობაში მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები ხვდებოდნენ და თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად უმარტავდნენ თუ რატომ ეთქვათ უარი ამ ეტაპზე ბინის მისაღებად.

 

აგრესიული მოწოდებებიც იყო და, რომ არა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიცია, წესრიგის დაცვა მარტო სამინისტროს თანამშრომლებს ნამდვილად გაგვიჭირდებოდა! საპატრულო პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე, გამოირჩეოდნენ დევნილების მიმართ სოცარი ყურადღებით და სითბოთი. არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია!

 

დიდი მადლობა ჩემს კოლეგას, თეა პერტაიას, რომლის თანადგომას ყველა ღონისძიების დროს ვგრძნობ.

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ზუგდიდის რეგიონალური მედიის წარმომადგენლებს: ლევანს, ნატას, ემას, ლევანს, მალხაზს, ათინათის სალმეეებს... მეშინია ვინმე არ გამომრჩეს. ეს ჟურნალისტები ბოლო 3 დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდნენ სამეგრელოში ბინების განაწილების პროცესს!

 

ჩემს უსაყვარლეს გუბერნიის წარმომადგენლებს პაატას, გოჩას და თეას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მაგრები მყავხართ!

 

და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ მადლობა „ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ქალბატონ ლელა ქებურიას, რომელსაც ჰქონდა კითხვები ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, შედგა დიალოგი და ქალბატონი ლელა ჩვენს ოფისში(ზუგდიდის ტერიტორიული ორგანო) ჩვენთან ერთად ღებულობდა დევნილებს და ერთად ვპასუხობდით მათთვის საინტერესო კითხვებს! ეს იყო კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ, როდესაც საქმე დევნილებს ეხება!" - წერს დალი გოგოლაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner