logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი სიმშვიდის საფუძველს იძლევა
- +

15 თებერვალი. 2016. 14:26


პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „კავკასუს ონლაინის" ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-კაბელის შესაძლო გასხვისებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ასეთი მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის რუსულ კომპანიაზე გაყიდვა არ უნდა დაუშვას. ამის შესახებ ცისკარიშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ ამ საკითხში მას პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის იმედი აქვს.

 

„საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფალთა ის ნაწილი, რომელიც არ თაკილობდა, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები გასხვისებულიყო. არც ის იყო ძნელად გამოსაცნობი, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ახალი მფლობელი. საუბარი იქნება მაგისტრალურ გაზსადენზე თუ რკინიგზაზე, დაინტერესებული მხარე გახლავთ მხოლოდ რუსეთი. რაც შეეხება ზღვის ფსკერზე გადებულ ბოჭკოვან კაბელს, აქ შეიძლება სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ მისი ხელში ჩაგდების შანსები აქვს მხოლოდ რუსეთს. ეს იქნება საფრთხე, თუკი ჩვენ გვეყოლება ლაშა თორდიას მსგავსი პოლიტიკოსები, რომელიც 2010-2011 წლებში ამაყად ამბობდა, რომ ის იყო ინიციატორი იმ კანონისა, რომლის საფუძველზეც საქართველოში აღარ იქნებოდა სტრატეგიული ობიექტები. მაშინ ამერიკელებმა გადაგვარჩინეს და დაადუმეს „ნაციონალები". ახლა, თუ მსგავსი რამ გაჟღერდება ახალ ხელისუფლებაში, რასაკვირველია, მათაც „ნაციონალების" მსგავსი პოლიტიკური პერსპექტივა მოელით. ამიტომ, პირადად მე ვენდობი ჩვენს ახალ პრემიერ-მინისტრს. ის ჩემთვის გახლავთ ბოლოს და ბოლოს გამოჩენილი სიმშვიდის საფუძველი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა უკონტროლოდ არ დარჩება და როგორც კი რუსული ძალა მოისურვებს საინფორმაციო ველის ხელში ჩაგდებას, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განაცხადა ცისკარიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner