საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია უმრავლესობაში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ოპოზიციურობაზე საუბარი ნაადრევია.
„ყველაფერს გვიჩვენებს სამომავლო თანამშრომლობა, რაც კოალიციის შიგნით უნდა იყოს. ჯერ ცოტა ნაადრევია ჩემი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება. ეს არის პოლიტიკური პარტია, მათ უფლება აქვთ, თავისი პოლიტიკური მომავალი განსაზღვრონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად, მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე, პარლამენტი იყოს გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი და მთავრობამ ყველა ის ამოცანა შეასრულოს, რაც ჩვენ გვაქვს. ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც იზიარებ და გადაწყვეტილების მიღებაშიც თანამონაწილე ხარ, ამიტომ უნდა ვნახოთ, ამ ახალ ფორმატში და რეალობაში თანამშრომლობა როგორი იქნება", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობაში ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.