logo_geo
eng_logo
„ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას!“ - ჯაბა ჯიშკარიანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

29 მარტი. 2017. 04:56



თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან" ჯაბა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

„მინდა გამოვეხმაურო რიგი ორგანიზაციების „კვლევის" შედეგებს, თბილისის საკრებულოს „მილიონერი დეპუტატების" შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგო და თბილისის საკრებულოს წევრის, ილია ჯიშკარიანის ქონებრივი დეკლარაცია აღიქვეს, როგორც საკუთრივ ჩემი (ჯაბა ჯიშკარიანის).

ასევე ავღნიშნავ, რომ მე მილიონერთა ჩამონათვალში არ ვარ და ეს არ არის ჩემი ქონებრივი დეკლარაცია.

გარკვეული ადამიანების მხრიდან ნებსით თუ უნებლიედ ხდება ამ თემის პედალირება.

მინდა გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას", - წერს ჯიშკარიანი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner