logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ამოქმედების თაობაზე ევროკავშირს წერილით მიმართავს
- +

29 მარტი. 2017. 11:51


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის ამოქმედების თაობაზე ევროკავშირს შეატყობინებს.


ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩი ტიმ ბაროუ წერილს პირადად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს გადასცემს.


ტერეზა მეი დღეს პარლამენტის წინაშე წარდგება, რათა განაცხადოს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი ამოქმედდა, რაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ითვალისწინებს.


ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დირექტივები დამტკიცდება, 29 აპრილს გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner