logo_geo
eng_logo
თბილისის ინტერპოლმა კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
- +

29 მარტი. 2017. 11:54


თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლის სამმართველო „თბილისის აეროპორტის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას,  მიმდინარე წლის იანვრიდან კიევის ინტერპოლის მიერ  ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული ი.კ.  დააკავეს.


ი.კ.-ს ბრალად ედება  უკრაინის  სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 191-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც კრიმინალური ორგანიზაციის შექმნას და თანამდებობის ბოროტად გამოყენებით  ქონების უკანონო მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.


დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner