logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: „რესპუბლიკელების“ ნებაა, როგორ გავლენ არჩევნებზე!
- +

31 მარტი. 2016. 14:29


რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განცხადება გააკეთა.


„რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აფასებს. მისი თქმით, „რესპუბლიკელებს" არ დაუტოვებიათ კოალიცია, რჩებიან მის წევრებად, მაგრამ  ყველა ვალდებულებას აქვს თავისი ვადები.



„რესპუბლიკელებმა" მიიღეს გადაწყვეტილება და მათი ნებაა, როგორ გავლენ 2016 წლის არჩევნებზე. „რესპუბლიკელებისთვის" პოლიტიკურად ძალიან დამაზარალებელი იქნება თანამდებობების დატოვება და ამით იმ ბერკეტებზე უარის თქმა, რაც ყველა პოლიტიკურ პარტიას სჭირდება. შესაბამისად, მათ არ დაუტოვებიათ კოალიცია, რჩებიან კოალიციის წევრებად, მაგრამ  ყველა ვალდებულებას აქვს თავისი ვადები", - განაცხადა ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner