logo_geo
eng_logo
შოთა რეხვიაშვილი: იძულებით გადასახლებული მესხების რეპატრიაციის ფარგლებში, საქართველოში ექვსი ოჯახი დაბრუნდა
- +

29 მარტი. 2017. 13:47



ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს, მესხების რეპატრიაციის თემაზე, პარლამენტში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, განუცხადა, რომ საქართველოდან იძულებით გადასახლებული მესხების რეპატრიაციის ფარგლებში, ქვეყანაში ექვსი ოჯახია დაბრუნებული. ყველა მათგანი აზერბაიჯანში გადასახლებული მესხები არიან.


მისი თქმით, მათი ჩასახლება კომპაქტურად არ მომხდარა და ისინი სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში არიან ჩასახლებულები.


სტატუსთან დაკავშირებით მომართვიანობა 5841 იყო, აქედან ჩვენ 1998 განაცხადი, სტატუსის მინიჭების შესახებ, დავაკმაყოფილეთ. დანარჩენი იყო გარკვეული ხარვეზებით, მიეცათ ვადა დაინტერესებულ პირებს ამ ხარვეზების აღმოფხვრის და შესაბამისად, გამართული დოკუმენტების მოწოდების. ეს შანსი მათ ან გამოიყენეს, ან არა. მაგრამ, პირობადადებული მოქალაქე იმ მომართვიანობიდან გამომდინარე, არის 494 პირი, რომელთაც ჰქონდათ ვალდებულება, გამოსულიყვნენ იმ სახელმწიფოს მოქალაქეობიდან, სადაც ისინი აქამდე ბინადრობდნენ. ეს ვადებიც იყო გაგრძელებული, მაგრამ აქ, ამ კუთხით, ჯერ მოქალაქეობიდან გამოსვლის სტატისტიკით, ინფორმაცია არ არის და მათ არ დაუტოვებიათ ძირითადი მოქალაქეობა, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიიღონ.

 

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ რეპატრიაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს შესრულებული აქვს თავისი ვალდებულება", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

მისივე განმარტებით, ძირითადად მომართვიანობა არის აზერბაიჯანიდან.


ჩვენ განსახლებული გვყავს მხოლოდ ექვსი ოჯახი აზერბაიჯანიდან და ისინი არ არიან კომპაქტურად ჩასახლებული, არამედ რამდენიმე გეოგრაფიულ ადგილში არიან განსახლებულები. გარკვეულად სურვილი და დაინტერსება ნაკლებია და რომ გითხათ, რაიმე პროგნოზი გვაქვს, არ გვაქვს პროგნოზი და ძირითადად, დიდ ნაკადს ჩვენ არ ველოდებით", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner