logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: პარტია „ქართული ოცნების“ პრიორიტეტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა
- +

31 მარტი. 2016. 14:31


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, „რესპუბლიკელების" გადაწყვეტილება არ არის მიღებული მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის გადამოსახედიდან.



ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კონსულტაციები ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან, სხვა პირებთან, კოალიციის ლიდერებთან. ჩვენი გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენთვის ნათელი იყო, რომ პარტია ქართული ოცნების" პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, როგორც პარტიის და ამ რეალობაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიღებთ ამ გამოწვევას, ამ რეალობას, რომელიც მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა. მოგეხსენებათ, რომ იქ, სადაც კოალიციები იქმნება, ისინი იქმნებიან არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მასზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად. ამიტომ ჩვენი მიღებული გადაწყვატილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner