ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ტერეზა მეის წერილი გადასცა, რითაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა.
ევროკავშირის შეტყობინება ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად მოხდა. აღნიშნული ნიშნავს ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები იქნება შეთანხმებული.
ევროკავშირის შესახებ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი პირველად ამოქმედდა ევროკავშირის ისტორიაში.
მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავარაუდოდ მაისში დაიწყება.