logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა
- +

29 მარტი. 2017. 16:07



ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ტერეზა მეის წერილი გადასცა, რითაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა.


ევროკავშირის შეტყობინება ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის თანახმად მოხდა. აღნიშნული ნიშნავს ორწლიანი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, რომლის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პირობები იქნება შეთანხმებული.


ევროკავშირის შესახებ ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი პირველად ამოქმედდა ევროკავშირის ისტორიაში.


მოლაპარაკებები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის სავარაუდოდ მაისში დაიწყება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner