logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: რესპუბლიკური პარტია ოპოზიციაში არ მიდის
- +

31 მარტი. 2016. 14:35


რესპუბლიკური პარტია ოპოზიციაში არ მიდის - როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „რესპუბლიკელების" პოსტებიდან წასვლა და  პარლამენტში უმრავლესობის დაშლა სირთულეებს შექმნის.




დღეს ბევრი სხვამს კითხვას, როგორ უნდა მოვახერხოთ, მე და ბატონმა გიორგიმ, ან რესპუბლიკური პარტიისა და ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა თან პარტნიორობა და თან კონკურენტობა, როგორ და ასე, იმიტომ, რომ სხვანაირად ევროპული დემოკრატია წარმოუდგენელია. სხვანაირად, თუ ყველა კოალიცია არჩევნებს რომ მიუახლოვდება, ჩამოიშლება, მთავრობა წავა-წამოვა, უმრავლესობა დაიშლება, როგორ წარმოგვიდგენია მრავალპარტიული ცხოვრება?მაშინ ისევ ერთპარტიულობისკენ მივექანებით, რომ ერთი პარტია უნდა მართავდეს და სხვას არაფერი უნდა ესაქმებოდეს", - განაცხადა უსუფაშვილმა.



როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რესპუბლიკურმა პარტიამ განცხადებაში სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ რომ არავითარ შემთხვევაში არ დააზიანებდნენ ქვეყნის სტაბილურობას.


 

არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც, პარლამენტშიც რაზეც შევჯერდებით, წინასწარ უმრავლესობასთან გვექნება ერთიანი პოზიციები, რაზეც ვერ შევჯერდებით, არც დღემდე იყო ეს რაღაც ახალი მოვლენა და გვქონდა განსახვავებული პოზიციები. შესაძლოა, ეს იყოს უფრო მეტი. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას", - განაცხადა უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner