logo_geo
eng_logo
ტერეზა მეი: ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის
- +

29 მარტი. 2017. 16:48



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტში „ბრექსითის" პროცედურის ამოქმედებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საუკეთესო დღეები წინ არის.


დღეს მთავრობა ბრიტანელი ხალხის დემოკრატიული სურვილიდან გამომდინარე მოქმედებს. ეს ისტორიული მომენტია და ამის შემოტრიალება შეუძლებელია. ამგვარ მომენტებში არჩევანი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს ეროვნულ ხასიათს განსაზღვრავს.

მე მინდა, ბრიტანეთის მჯეროდეს. ჩვენი საუკეთესო დღეები წინ არის. ჩვენ, საუკეთესო ბრიტანეთის მშენებლობის ხედვა და გეგმა გვაქვს. მსურს, რომ ბრიტანეთი ცვლილების ამ პერიოდიდან უფრო ძლიერი და უფრო ერთიანი გამოვიდეს", - განაცხადა ტერეზა მეიმ.


დღეს ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ტიმ ბაროუმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ტერეზა მეის წერილი გადასცა, რითაც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ამოქმედდა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner