logo_geo
eng_logo
დონალდ ტუსკი დიდ ბრიტანეთს: ჩვენ უკვე გვენატრებით!
- +

29 მარტი. 2017. 17:27



ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის მხრიდან „ბრექსითის" პროცედურის ამოქმედებასთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის დარჩენილი 27 წევრი უფრო მტკიცედ და ერთიანად არიან განწყობილნი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.


არ არსებობს იმის მიზეზი, რომ თავი მოვიკატუნოთ და განვაცხადოთ, რომ ეს ბედნიერი დღეა. თუმცა, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, „ბრექსითსაც" აქვს თავისი პოზიტიური მომენტები. დარჩენილი 27 წევრი უფრო მტკიცედ და ერთიანად ვართ განწყობილნი, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
წინ რთული მოლაპარაკებები იქნება და საჭიროა სიმტკიცე და ერთიანობა. ჩვენ მტკიცე მანდატი გვაქვს, დავიცვათ ევროკავშირის 27 წევრის ინტერესები. ჩვენი მიზანი აშკარაა: მინიმუმამდე დავიყვანოთ ევროკავშირის მოქალაქეების, ბიზნესისა და წევრი ქვეყნების ხარჯები. უნდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით არაფერი შეცვლილა. ვიდრე ბრიტანეთი ევროკავშირიდან არ გავა, მასთან მიმართებაში და ბრიტანეთის შიგნით ევროკავშირის კანონმდებლობა იმოქმედებს.

რა შემიძლია დავამატო ამას? უკვე გვენატრებით", - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner