logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
- +

29 მარტი. 2017. 20:18


 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, სეიედ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა უკანასკნელ წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგებისა და პროგრესის შესახებ ისაუბრა.  როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, უწყებაში  განხორციელდა მასშტაბური რეფორმა, რომელმაც  პატიმართა უფლებების დაცვა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესება უზრუნველყო. განხორციელდა პატიმართა კლასიფიკაცია რისკების მიხედვით, რომელიც  თითოეული მსჯავრდებულისთვის მულტისციპლინური გუნდის მიერ სასჯელის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს.


შეხვედრაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებში ყურადღებას იჩენენ ირანის მოქალაქე მსჯავრდებულების მიმართ. ელჩმა  სეიედ ჯავად ყავამშაჰიდმა მინისტრს თხოვნით მიმართა, რომ ირანის მოქალაქე მსჯავრდებულებს  ირანული სატალევიზო არხების ყურების შესაძლებლობა მიეცეთ.

ამავე დროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ირანის საპატიმრო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით დაინტერესდა და ელჩს მიმართა თხოვნით, ირანში დაპატიმრებული ჩვენი თანამემამულეების უფლებები ისევე იყოს დაცული, როგორც საქართველოში იცავენ ირანელ მსჯავრდებულთა უფლებებს.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner