World Travel & Tourism Council (WTTC) საქართველოში ტურიზმის ზრდას პროგნოზირებს. ორგანიზაცია მარტის ანგარიშში მიუთითებს, რომ 2016 წელს საქართველომ ტურიზმიდან 5,522 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღო (დაახლოებით $2,2 მლრდ) და 2017 წელს, ამ მაჩვენებლის 10,9% -ით ზრდას პროგნოზირებს.
WTTC-ს შეფასებით წელს საქართველო 2,982,000 საერთაშორისო ტურისტის მოზიდვას შეძლებს, 2027 წლისთვის კი, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 8,056,000 -მდე გაიზრდება, შემოსავლები კი, 12 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ($5.1 მლრდ). ორგანიზაცია ტურიზმის სექტორში სამუშაო ადგილების ზრდასაც ელის. 2017 წელს ამ სექტორში დასაქმება 5.9% გაიზრდება და 129 000 სამუშაო ადგილს მიაღწევს. 10 წლიან პერიოდში კი, ყოველწლიურად 2.5% გაიზრდება და 165 000 ადამიანი იქნება დასაქმებული. უფრო ფართო ჭრილში (საინვესტიციო საქმიანობა, ინდუსტრია) კი, ტურიზმი 2027 წლისთვის 549 000 სამუშაო ადგილის მხარდაჭერას მოახდენს, რაც მთლიანი დასაქმების 30.7% იქნება.
ზრდაა პროგნოზირებული ტურიზმისა და მოგზაურობის მხრიდან დამატებული ღირებულების შექმნაშიც.