30 მარტს, 14:00 საათზე სასტუმროში „ჰოლიდეი ინ" გაიმართება თბილისის ძიუდოს საერთაშორისო გრან პრის ოფიციალური კენჭისყრა და პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას დაესწრებიან: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გაიცემა მედია-აკრედიტაციები ჟურნალისტებისთვის.
31 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით თბილისის „ოლიმპიური სასახლე" (უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორია) ძიუდოს საერთაშორისო ტურნირს - "თბილისის გრან პრი 2017"-ს უმასპინძლებს. საერთშორისო ტურნირზე, რომელიც თბილისში უკვე მეოთხედ ჩატარდება, მსოფლიოს 38 ქვეყნის 262 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. თბილისი გრან პრი, რომლის საპრიზო ფონდი 100 000 დოლარია, წელს პირველად პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.