logo_geo
eng_logo
ფონდ Wings for Life-ს დამფუძნებელი საქართველოს ესტუმრება
- +

29 მარტი. 2017. 20:40


 

 

30 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Tbilisi Marriott"  პრესკონფერენცია გაიმართება. World Run 2017-ის ორგანიზატორებსა და პარტნიორებთან შესახვედრად საქართველოში ავსტრიიდან ჩამოვიდა ჰაინც კინიგადნერი, ფონდ Wings for Life-ს დამფუძნებელი.



პრესკონფერენციას გაუძღვებიან სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ფონდ Wings for Life-ს დამფუძნებელი ჰაინც კინიგადნერი და ფედერაციის „სპორტი ყველასთვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი. პრესკონფერენციის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ  მსოფლიო რბენაზე, რომელიც კახეთში, ლოპოტას ხეობაში 7 მაისს გაიმართება.



2017 წელს მსოფლიო რბენა საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, Check in Georgia"- ფარგლებში ტარდება. World Run-ის პარტნიორები არიან ფედერაცია „სპორტი ყველასთვის", საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო.



15:00 საათზე, ჰაინც კინიგადნერი,  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პრორექტორ  მიხეილ ჩხენკელთან და World Run-ის კეთილი ნების ელჩებთან ერთად სტუდენტებს შეხვდება.



2017 წელს სახელმწიფოს მხარდაჭერით, Check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველო  უმასპინძლებს 13 საერთაშორისო-სპორტულ ღონისძიებას.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner