„როგორც იქნა, იპოვა მიშა სააკაშვილმა საკუთარი თავი - ის ერთ-ერთი უკრაინული ტელევიზიის წამყვანი გახდა!" - ამ სიტყვებით ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ის უკრაინულ ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა"-ს წამყვანი იქნება.
„ბავშვობაში მისი ჰობი იყო სპორტული კომენტატორობა. „ლოკომოტივის" სტადიონთან ერთი მაღალი ხე მდგარა, შემოჯდებოდა თურმე და მიჰყავდა რეპორტაჟები უბილეთო მაყურებლებისთვის. მოგვიანებით პორნო-ფილმების გადაღებაც სცადა, მაგრამ როგორც ამბობენ, „მსახიობი" გოგო-ბიჭების მშობლებმა წაიჭირეს!
ახლა ყველაზე უპრიანი იქნებოდა, „რუსთავი 2"-ში სპორტული კომენტატორის ვაკანსია რომ გაჩნდა, იქ გაეფორმებინათ, მაგრამ ეტყობა, ბოკერიამ არ მიიღო ამ პოზიციაზე სამუშაოდ!" - წერს ზედელაშვილი.