დასავლური მედია გაეროს ლტოლვილთა კომისარიატზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხმელთაშუა ზღვაში ნავი ჩაიძრა, რომელზეც 146 მიგრანტი იმყოფებოდა.
ფაქტის შესახებ გაეროს წარმომადგენელს გამბიის მოქალაქემ უამბო, რომელიც ესპანელმა მეზღვაურებმა გაარჩინეს და იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე გადაიყვანეს. მისი თქმით, ნავი ზღვაში ლიბიის ქალაქ საბრატადან გავიდა და მასში ნიგერიის, გამბიის და მალის მოქალაქეები ისხდნენ. მგზავრებს შორის ფეხმძიმე ქალები და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი გამბიელი მამაკაცი ზღვაში საწვავის ცარიელ ავზს დაეყრდნო, რა დროსაც ესპანელმა მეზღვაურებმა მისი გადარჩენა შეძლეს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.