logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: „რესპუბლიკელები“ ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციაში ყოფნა მნიშვნელოვანია!
- +

31 მარტი. 2016. 15:10


რესპუბლიკური პარტია დღეიდან საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში გადადის, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

 „რეპორტიორს" ამ თემაზე საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი ესაუბრა. მისი თქმით, მთავარი მაინც  „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა, რომელსაც გააჩნია მკაფიო გეგმები და საარჩევნო ბლოკში ყოფნას ისეთ პარტიებთან ერთად ისურვებდა, რომლებიც იზიარებენ მის ხედვებს.




„არა მხოლოდ ეს კონკრეტული შემთხვევა, საერთოდ ნორმალური პოლიტიკური პროცესია, როცა გარკვეული დროის გავლის შემდეგ, ერთ კოალიციაში მყოფი პარტიები მსჯელობენ, არჩევნებისთვის კვლავ გავიდნენ თუ არა ერთიან საარჩევნო ბლოკში. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გავაერთიანეთ ჩვენი ძალისხმევა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ჩვენი პროგრამიდან ბევრი რამ შესრულდა, ნაწილი კვლავ დღის წესრიგში დარჩა. არ არის გამორიცხული, რომ მომავალ საარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდეთ. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა პოლიტიკური პარტიების შეფასებებს გააკეთებს მათი პროგრამის და წარსული საქმიანობის მიხედვით.

 

„რესპუბლიკელები" ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კოალიციაში ყოფნა მნიშვნელოვანია. მათი გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე ცალკე სუბიექტად გავიდნენ, კარგი იქნება პოლიტიკური ცხოვრების, კულტურის და განვითარების თვალსაზრისით.

 

მთავარი მაინც  „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა. მას გააჩნია საკმაოდ მკაფიო გეგმები თუ ხედვები და წინასაარჩევნო ბლოკში ყოფნას ისეთ პარტიებთან ერთად ისურვებდა, რომლებიც იზიარებენ მის ხედვებს.

 

 

არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ვფიქრობ  ქვეყნის ინტერესებისთვის  სასარგებლო არ იქნება რყევა. ჩვენ არა პოლიტიკურ სუბიექტებზე უნდა ვიფიქროთ, არამედ ქვეყნის ინტერესებზე. იმ საკითხებში, რაც ამ მოწვევის პარლამენტს დარჩა განსახილველი, არის თემები, რომლებშიც ერთნაირი პოზიცია გაგვაჩნია. რაც შეეხება საარჩევნო ბლოკს, ვფიქრობ, ისეთი შემადგენლობით არ იქნება, რომელიც დღეს კოალიციაშია გაერთიანებული", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner