საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედთან" განაცხადა, რომ შესაძლოა თვითმართველობის შესახებ კანონში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს.
„მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ შესაძლოა ამაზე მსჯელობა. გარკვეული გამოცდილება დაგროვდა ამ ორი სამი წლის განმავლობაში და ამ საკითხზე, შესაძლოა ამ გამოცდილების გათვალისწინებით დავიწყოთ მსჯელობა.
შეცდომა ადამიანურია, მაგრამ შეცდომაში გაჯიქება ეს ეშმაკისეულია, ანუ დაჟინება, რადგან ერთხელ ვთქვი, გინდა თუ არა ასე უნდა იყოს", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერმინისტრს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მიმართეს, სადაც აცხადებენ, რომ ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. მიმართვას ხელს 120 ორგანიზაცია აწერს.