logo_geo
eng_logo
დავით დვალი: „ევროპული საქართველო“ ცდილობს „რუსთავი 2“-ზე კონტროლი მოიპოვოს
- +

29 მარტი. 2017. 23:39



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა, გადაცემა „პოლიტმეტრში" განაცხადა, რომ „ევროპული საქართველო" ცდილობს აღნიშნულ ტელეკომპანიაზე კონტროლი მოიპოვოს.

 

„დღეს „რუსთავი 2"-ში მიდის პარტიული გაყოფა. ტელევიზიის მენეჯმენტი არ მალავს იმას, რომ პარტიული ტელევიზიაა. ხაზს უსვამენ რომ შეუძლიათ იყვნენ, რაშიც ვეთანმხები, რომ აქვთ უფლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ტელევიზია იყო „ნაციონალური მოძრაობის", პირადად მიხეილ სააკაშვილის, ახლა ვხედავ მცდელობას, აი ის, ახალი გამოყოფილი ფრთა „ევროპული საქართველო" ცდილობს კონტროლი მოიპოვოს ამ სტრატეგიულ ობიექტზე, რასაც „რუსთავი 2" ჰქვია.

 

არხის გენერალური დირექტორი საკუთარ თამაშს თამაშობს, მაგრამ ინტერესები ახალი ფრთის ინტერესებს ემთხვევა", - განაცხადა დავით დვალმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner